დაწყება
დააინსტალირეთ Folio და შექმენით თქვენი პირველი დოკუმენტაციის საიტი.
Folio Markdown და MDX ფაილების შემცველ დირექტორიას ფაილებზე დაფუძნებულ დოკუმენტაციის საიტად გარდაქმნის. მარშრუტები content დირექტორიიდან იქმნება, ხოლო ნაგულისხმევი თემა უზრუნველყოფს ნავიგაციას, ძიებას, სინტაქსის გამოკვეთას და სხვადასხვა ეკრანზე მორგებულ განლაგებას. ამ ფაილებში შეიძლება აღწერილი იყოს ნებისმიერი პროექტი, ბიბლიოთეკა, API ან პროდუქტი.
მოთხოვნები
დაგჭირდებათ:
- Bun, npm, pnpm ან yarn;
- Markdown ან MDX ფაილების შემცველი დირექტორია ან ცარიელი დირექტორია ახალი დოკუმენტაციის პროექტისთვის;
- Tailwind CSS v4, თუ გენერირებულ ნაგულისხმევ თემას იყენებთ.
ქვემოთ მოცემულ ბრძანებებში გამოიყენება თქვენი პროექტისთვის არჩეული პაკეტების მენეჯერი. ძრავა მხოლოდ Bun-ზე არ არის დამოკიდებული.
დოკუმენტაციის პროექტის შექმნა
დააინსტალირეთ ძრავა არსებულ პროექტში:
შემდეგ შექმენით დოკუმენტაციის სტრუქტურა:
ინიციალიზატორი ქმნის დოკუმენტაციის სტრუქტურას და აყენებს გენერირებული თემისთვის
საჭირო დამოკიდებულებებს. ის package.json-ში არსებულ სკრიპტებსა და
დამოკიდებულებებს აერთიანებს, ხოლო არსებულ docs.config.ts და
nikala.config.json ფაილებს ინარჩუნებს.
გენერირებული პროექტის სტრუქტურა ასეთია:
ინიციალიზატორი ასევე აწყობს @/* TypeScript path alias-ს და ამატებს dev,
build და preview სკრიპტებს, თუ ისინი ჯერ განსაზღვრული არ არის.
გენერირებული თემის წყაროები თქვენი პროექტის ჩვეულებრივი ფაილებია. შეგიძლიათ ისინი დაათვალიეროთ და თქვენი დოკუმენტაციის საიტის საჭიროებისამებრ მოარგოთ.
დეველოპმენტის სერვერის გაშვება
პროექტის ძირეული დირექტორიიდან გაუშვით გენერირებული development სკრიპტი:
ნაგულისხმევი development სერვერი ხელმისაწვდომია მისამართზე
http://localhost:1862/.
სერვერი თვალს ადევნებს კონფიგურაციაში მითითებულ content დირექტორიას და development რეჟიმში ცვლილებებისას მარშრუტებსა და კონფიგურაციას თავიდან ტვირთავს.
პირველი გვერდის დამატება
შექმენით MDX ფაილი docs/ დირექტორიაში:
ფაილის მისამართი მარშრუტად გადაიქცევა. მაგალითად:
დირექტორიები ავტომატურად იქცევა sidebar-ის კატეგორიებად. გვერდის მეტამონაცემებისა
და ნავიგაციის სამართავად გამოიყენეთ frontmatter-ის ველები: order,
categoryOrder, icon, badge, toc, prev და next.
საიტის კონფიგურაცია
ინიციალიზატორი პროექტის ძირეულ დირექტორიაში ქმნის docs.config.ts ფაილს.
მინიმალური კონფიგურაცია ასეთია:
კონფიგურაციის სრულ ცნობარს გაეცანით გვერდზე Configuration.
Nikala UI-ის გამოყენება დოკუმენტაციის საიტთან ერთად
ნაგულისხმევი თემა Nikala UI-ის კომპონენტებს იყენებს. თუ დამატებითი UI კომპონენტები ან თემის შესაძლებლობები დაგჭირდებათ, გამოიყენეთ Nikala UI CLI გენერირებული პროექტიდან:
CLI არჩეულ წყაროს პროექტში ჩაწერს, რის შემდეგაც მისი გამოყენება და ადგილობრივად მორგება შეგეძლებათ.
production build-ის შექმნა და preview
შექმენით საიტის production build და ნახეთ გენერირებული შედეგი preview რეჟიმში:
Build დოკუმენტაციის საიტს dist/ დირექტორიაში წერს. Preview ბრძანება ამ
production output-ს ლოკალურად ამუშავებს. deploy-მდე გამოიყენეთ production build,
რათა აღმოაჩინოთ SSR-ის, routing-ისა და asset path-ების პრობლემები, რომლებიც
development რეჟიმში შეიძლება არ გამოჩნდეს.